ნიკა კოჩაროვმა გიორგი ცაგარელის სიმებიან ორკესტრ Zagareli & Strings-თან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "აკუსტიკა" კომპოზიციის Alpha ალტერნატიული ვერსია შეასრულა.
ნიკა კოჩაროვმა შემოქმედებითი კარიერა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. 2000 წელს მუსიკოსმა ჯგუფი Young Georgian Lolitaz ჩამოაყალიბა, რომელთან ერთად ორი სტუდიური ნამუშევარი Lemonjuice და The Lava გამოუშვა. 2011 წელს კოჩაროვმა ახალი პროექტი Z for Zulu შექმნა და ალბომი Better Than Dog გაავრცელა. 2016 წელს კი Young Georgian Lolitaz-თან ერთად საქართველოს სახელით "ევროვიზია 2016"-ზე წარდგა. მისი შემოქმედება ალტერნატიულ და ინდი როკს მოიცავს.
კომენტარები