Thumbnail

ნახეთ: "მწვანე ოთახმა" გიორგი ცაგარელის ორკესტრთან ერთად სიმღერა French შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ჯგუფმა "მწვანე ოთახმა" გიორგი ცაგარელის სიმებიან ორკესტრ Zagareli & Strings-თან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "აკუსტიკა" კომპოზიციის French ალტერნატიული ვერსია შეასრულა.

"მწვანე ოთახი“ 1999 წელს თბილისში შეიქმნა. ბენდის მუსიკალური მიმართულება როკის, ფანკისა და პოპ მუსიკის ნაზავია. ჯგუფს პოპულარობა სადებიუტო ალბომში შესულმა სიმღერებმა "ნაზი მისები" და "ჩემთან აღარ ხარ" მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული