Thumbnail

Eko & Vinda Folio-მ და გიორგი ცაგარელის ორკესტრმა "ემოციურ ტყვეობას" შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართველი არტისტების, ერეკლე დეისაძისა და თემურ ეზუგბაიას პოსტ პანკ პროექტმა Eko & Vinda Folio გიორგი ცაგარელის სიმებიან ორკესტრ Zagareli & Strings-თან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "აკუსტიკა" კომპოზიციის "ემოციურ ტყვეობას" ალტერნატიული ვერსია შეასრულეს.

► რეცენზია: Eko & Vinda Folio - თერაპია

Eko & Vinda Folio ერეკლე დეისაძემ და თემურ ეზუგბაიამ 2012 წელს ჩამოაყალიბეს. დუეტის პირველი ნამუშევარი კომპოზიციის "სისტემა უნდა დაინგრეს" ალტერნატიული ვერსია იყო. 2016 წლის ნოემბერში არტისტებმა ფრანგულ ლეიბლზე Talitres ორსინგლიანი ჩანაწერი გამოსცეს, რომელშიც ტრეკები "შენ ანათებ" და "აგურით ხელში" შევიდა. 2019 წლის 20 სექტემბერს კი, ამავე ლეიბლზე მუსიკოსების სადებიუტო ალბომი "თერაპია" გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული