Thumbnail

ტეილორ სვიფტის Folklore მიმდინარე წლის ყველაზე წარმატებული ალბომი გახდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავის, ტეილორ სვიფტის მერვე სტუდიური ნამუშევარი Folklore გამოსვლიდან პირველ კვირაში 846 000-იანი ტირაჟით გაიყიდა და ბილბორდის ჩარტის სათავეშიც მოექცა. აქამდე აშშ-ში 2020 წლის ყველაზე წარმატებული სადებიუტო კვირა 21 წლის ასაკში გარდაცვლილი ჰიპ ჰოპ არტისტის, Juice WRLD-ის ალბომს Legends Never Die ჰქონდა 497 000-იანი გაყიდვების მაჩვენებლით. ამასთან, 30 წლის ტეილორი ისტორიაში პირველი ქალი შემსრულებელი გახდა, რომლის რვა ნამუშევრიდან შვიდმა ბილბორდის ალბომების ჩარტში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო.

ნახეთ: ტეილორ სვიფტი სიმღერის Cardigan აკუსტიკურ ვერსიას კლიპთან ერთად ავრცელებს

მსმენელები ფიქრობენ, რომ ტეილორ სვიფტი ახალ კომპოზიციაში Peace ქანიე ვესთს დისავს

ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი Folklore და კლიპი Cardigan გაავრცელა

აღსანიშნავია, რომ თავად ტეილორის ნამუშევრებიდან Folklore-ზე მეტი გაყიდვები 867,000-იანი მაჩვენებლით მხოლოდ 2019 წლის ალბომმა Lover აჩვენა. არტისტმა კარანტინის პერიოდში შექმნილი ალბომი 24 ივლისს თაყვანისმცემლებისთვის მოულოდნელად გაავრცელა. ჩანაწერი 16 კომპოზიციას აერთიანებს.

მუსიკოსმა კარიერა 2004 წელს დაიწყო. 20 წლის ასაკში სვიფტმა გრემის პირველი ჯილდო მიიღო და, ბილი აილიშის გამარჯვებამდე, ოქროს გრამოფონის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელის სტატუსსაც ატარებდა. 10 გრემის მფლობელ მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი სინგლი აქვს გაყიდული. გამოცემა Time-მა ტეილორი წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად სამჯერ, 2010, 2015 და 2019 წლებში დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული