Thumbnail

მოუსმინეთ: Peaches-მა T. Rex-ის კომპოზიცია Solid Gold Easy Action დააქავერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კანადელი მუსიკოსი მერილ ნისკერი, სასცენო სახელით Peaches, ბრიტანული ჯგუფის T. Rex კომპოზიციის Solid Gold Easy Action ქავერ ვერსიას ავრცელებს. სინგლი კოლექტივისა და მისი დამაარსებლის, მარკ ბოლანისადმი მიძღვნილ კომპილაციურ ალბომში Angelheaded Hipster იქნება წარმოდგენილი, რომელიც 4 სექტემბერს გამოიცემა.

მერილ ნისკერმა კარიერა 1990 წელს დაიწყო. ხუთი წლის შემდეგ არტისტმა სადებიუტო ალბომი Fancypants Hoodlum გაავრცელა. მუსიკოსს ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მისი შემოქმედება ელექტროქლეშს, ელექტროპანკსა და დენს პანკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული