Thumbnail

ნახეთ: ვიზ ქალიფამ Wu-Tang-ის პატივსაცემად ტატუ გაიკეთა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა დასავლელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ვიზ ქალიფამ ლეგენდარული კოლექტივის, "ვუ-თენგის" პატივსაცემად მხარზე ჯგუფის ლოგო ამოისვირინგა, რომელსაც ირგვლივ Wu-Tang Forever დააწერა. რეპერმა ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

ნახეთ: ვიზ ქალიფამ სნუპ დოგის პატივსაცემად ტატუები დაიხატა

ნახეთ: ვიზ ქალიფამ კლიპი Still Wiz გამოაქვეყნა

ვიზ ქალიფამ დაასახელა რეპერები, რომლებიც ყველაზე მეტ მარიხუანას ეწევიან

თანამედროვე ჰიპ ჰოპ არტისტების მსგავსად ვიზ ქალიფაც ტატუების მოყვარულია. პიტსბურგელს მისი მენტორის, სნუპ დოგის პატივსაცემადაც აქვს სვირინგი გაკეთებული.

ვიზ ქალიფამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. თუმცა, საყოველთაო აღიარება მუსიკოსს 2011 წელს გავრცელებულმა ალბომმა Rolling Papers მოუტანა. დღემდე ამ ნამუშევრის ორ მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. პიტსბურგელი რეპერის 2015 წლის ტრეკი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერია, რომელმაც იუთუბზე მილიარდი ნახვა დააგროვა. დღეს კი ეს ციფრი 4 მილიარდზე მეტია. კომპოზიცია See You Again, რომელიც გარდაცვლილ მსახიობს, პულ უოქერს ეძღვნება, ფილმის "Furious 7" ერთ-ერთი საუნდტრეკია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული