Thumbnail

ბრიტანელი მუსიკოსი, სემ სმიტი ტექსტურ ვიდეორგოლთან ერთად ახალ კომპოზიციას My Oasis ავრცელებს. ჩანაწერში ნიგერიელი არტისტი, დამინი ოგულუ, ფსევდონიმით Burna Boy მონაწილეობს.

ნახეთ: სემ სმიტი კომპოზიციის To Die For აკუსტიკურ ვერსიას ავრცელებს

სემ სმიტმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. არტისტი ცნობილი 2012 წელს ბრიტანულ ელექტრონულ დუეტთან, Disclosure-თან ერთად ჩაწერილი სინგლით Latch გახდა. 4 გრემის მფლობელი მუსიკოსი კომპოზიციისთვის Writing's on the Wall, რომელიც ჯეიმს ბონდის 24-ე ნაწილის Spectre მუსიკალური თემა იყო, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელიც გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული