Thumbnail

Rihanna: ჩემი ახალი ალბომი იმედს არ გაგიცრუებთ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ბარბადოსელმა მომღერალმა, რიანამ გამოცემა Entertainment Tonight-თან ინტერვიუში მომავალი ალბომის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ნამუშევარი აუცილებლად გამოიცემა და ის თაყვანისმცემლებს ძალიან მოეწონებათ.

სიმღერა, რომელიც კრის ბრაუნმა რიანას დაუთმო

ნახეთ: რიანამ თვეში $415 000-ად ოკეანის სანაპიროზე სახლი იქირავა

"ახალ კომპოზიციებზე ყოველთვის ვმუშაობ. როდესაც ვიგრძნობ, რომ ჩანაწერის გამოსაცემად მზად ვიქნები, მას აუცილებლად გავავრცელებ. გპირდებით, რომ იმედგაცრუებულები არ დარჩებით. ალბომი გამოსაშვებად უნდა ღირდეს. ხალხი რადგან ელოდება, ამიტომ არ გამოვაქვეყნებ. მე თვითონ მინდოდა, რომ ის სრულყოფილი გამოსულიყო", - ამბობს მომღერალი, რომელმაც ბოლო ალბომი Anti რიანამ 2016 წელს გამოსცა.

რირის ახალი რეგეი ალბომი ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა გაევრცელებინა, თუმცა, ნამუშევარმა დღის სინათლე აქამდე ვერ იხილა. მიმდინარე წლის აპრილში ბარბადოსელმა მოითხოვა, რომ მომავალი ჩანაწერის შესახებ არავის აღარაფერი ეკითხა, რადგან მისი პრიორიტეტი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, რირი კოსმეტიკის, კანის მოვლის საშუალებების, ქალის თეთრეულისა და ტანსაცმლის ბრენდების დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული