Thumbnail

ნახეთ: დრეიქმა თუფაქის პატივსაცემად დამზადებულ ყელსაბამებში $600 000 გადაიხადა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ძვირფასი სამკაულების მოყვარულმა კანადელმა სუპერვარსკვლავმა, დრეიქმა იუველირს ეპოქალური რეპერის, თუფაქის პატივსაცემად ყელსაბამები დაამზადებინა, რომლებშიც 600 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ოქროს ჩეინები 70-კარატიანი თეთრი და ყვითელი ბრილიანტებითაა გაწყობილი.

ნახეთ: დრეიქმა საათში Astronimia Casino $620,000 გადაიხადა

ნახეთ: დრეიქმა ბეჭედი 500,000 დოლარად შეიძინა

ნაკეთობის ავტორი ჯეისონია, რომელმაც რეპერს იდეა თავად შესთავაზა. მას ყელსაბამების შესაქმნელად 150 საათი დასჭირდა.

"მადლობა დრეიქს, რომელმაც პროექტი მანდო. დიდი პატივია, დაეხმარო მას, თუფაქის მიმართ პატივისცემის გამოხატვაში", - დაწერა ჯეისონმა.

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მისი კარიერული აღმავლობა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ნამუშევრის 7 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2018 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომი Scorpions კი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტის ლიდერობას არ თმობდა. ორწლიანი პუზის შემდეგ, "დრიზი" მსმენელს 2020 წელს მიქსტეიპით Dark Lane Demo Tapes დაუბრუნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული