Thumbnail

"ბითლზის" სიმღერა, რომელსაც ჯონ ლენონი ჰევი მეტალის ადრეულ ნიმუშად მიიჩნევდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის მიერ ჰევი მეტალის განვითარებაში შეტანილ წვლილზე საუბრისას, თაყვანისმცემელთა უმეტესობას 1968 წელს გამოშვებულ სტუდიურ ნამუშევარში White Album შესული კომპოზიცია Helter Skelter ახსენდება, თუმცა, კოლექტივის წევრი, ჯონ ლენონი მიიჩნევდა, რომ "ბითლზის" შემოქმედებაში ჰევი მეტალ ჟღერადობის და, ზოგადად, ამ ჟანრის ერთ-ერთი პირველი ნიმუში ჯერ კიდევ 1965 წელს გავრცელებული სიმღერა Ticket To Ride იყო.

სიმღერა, რომლის შექმნის პროცესს ლენონი და მაკკარტნი სხვადასხვანაირად იხსენებდნენ

The Beatles-ის სიმღერები, რომლებიც ჯონ ლენონის გარეშე ჩაიწერა

The Beatles-ის 9 სიმღერა, რომელიც ჯონ ლენონს სძულდა

"მძიმე ჩანაწერია, დრამის პარტიაც ასეთია. სწორედ ამის გამო მომწონს ის", - ამბობდა ჯონი 1970 წელს ჟურნალ Far Out Magazine-თან ინტერვიუში.

ხოლო 1980 წელს Playboy-ს ჟურნალისტ დევიდ შეფს ეუბნებოდა:

"ეს ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ჰევი მეტალ ჩანაწერია".

აღსანიშნავია, რომ ლენონი მისი მუსიკალური პარტნიორის, პოლ მაკკარტნის მიერ ამ კომპოზიციის შექმნაში შეტანილ წვლილს გაცილებით უმნიშვნელოდ მიიჩნევდა, ვიდრე თავად პოლი, რომელიც თავის ბიოგრაფიულ წიგნში Paul McCartney: Many Years from No აღწერს, როგორ დაწერა ჯონთან ერთად ამ სიმღერის მელოდია.

"ამ კომპოზიციაში პოლის წვლილი მხოლოდ იმაშია, თუ როგორ უკრავს რინგო სტარი დრამზე", - დაიწერა ჯონის სიტყვები "ფლეიბოიში".

Ticket To Ride-ის გამორჩეულ ჟღერადობაზე საუბრობდა თავად პოლიც.

"ვფიქრობ, აქ ყველაზე საინტერესო სიმღერის გიჟური დასასრულია - იმის ნაცვლად, რომ წინა მონაკვეთი გაგვემეორებინა, ტემპი მკვეთრად შევცვალეთ. ფრაზა My baby don’t care ავარჩიეთ და მისი მელოდია გადავაკეთეთ. ეს იმ დროისთვის რადიკალური გადაწყვეტილება იყო", - ამბობდა ის.

Ticket To Ride "ბითლზის" რიგით მეხუთე სტუდიური ჩანაწერის Help! სინგლია. კომპოზიცია, რომელიც არაერთი ქვეყნის, მათ შორის ბრიტანეთისა და აშშ-ის ჩარტების სათავეში მოექცა, კოლექტივის შესახებ გადაღებულ კომედიურ-სათავგადასავლო ფილმში Help! არის გამოყენებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული