Thumbnail

მოუსმინეთ: Benny The Butcher და DJ Drama ახალ მიქსტეიპს ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Griselda წარმომადგენელმა, ბენი ბუჩერმა, ცნობილი დიჯეისა და პრომოუტერის DJ Drama მხარდაჭერით, ახალი მიქსტეიპი Gangsta Grillz X BSF Da Respected Sopranos გამოაქვეყნა. ბუფალოელი ემსის სტუდიური ჩანაწერი კოლაბორაციულია და მასში ბენის მიერ ჩამოყალიბებული კოლექტივის Black Soprano Family წევრები მონაწილეობენ. ნამუშევარი 8 კომპოზიციას მოიცავს.

ნახეთ: Benny The Butcher კლიპს Deal Or No Deal ავრცელებს

ნახეთ: Benny The Butcher - Quarantine

ნახეთ: Benny The Butcher გადაცემაში Tiny Desk Concert

ბენიმ მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. თუმცა, ანდერგრაუნდ რეპერი ფართო საზოგადოებამ 2014 წლიდან, ჰიპ ჰოპ გაერთიანება Griselda-ში გაწევრიანების შემდეგ გაიცნო. კრიტიკოსები ბუჩერის შემოქმედებიდან 2019 წლის სტუდიურ ჩანაწერს The Plugs I Met გამოარჩევენ, რომელშიც მონაწილეობა ისეთმა გავლენიანმა მუსიკოსებმა მიიღეს, როგორებიც არიან: Black Thought, Pusha T, The Alchemist და სხვა. ამავე წელს ბენი მსმენელმა "გრიზელდას" სადებიუტო ალბომში WWCD იხილა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული