Thumbnail

ამერიკულმა პროგრესივ მეტალ ჯგუფმა Mastodon ახალი კომპოზიცია Fallen Torches გაავრცელა. სინგლი კოლექტივის მომავალ, კომპილაციურ ალბომში Medium Rarities იქნება წარმოდგენილი, რომელიც 11 სექტემბერს გამოიცემა. ჩანაწერი 16 სიმღერას გააერთიანებს.

Mastodon ატლანტაში 2000 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს ამ დრომდე 7 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. ბენდის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია: The Motherload, Blood and Thunder და High Road. კოლექტივის მუსიკალური მიმართულება ჰევი მეტალსა და პროგრესივ მეტალს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული