Thumbnail

ნახეთ: ჰარი სტაილზი კლიპზე Watermelon Sugar მუშაობის კადრებს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ინგლისელი მუსიკოსი, ჰარი სტაილზი კლიპზე Watermelon Sugar მუშაობის ამსახველ კადრებს ავრცელებს. მუსიკალური ვიდეორგოლის გადაღებები მიმდინარე წლის იანვარში ქალაქ მალიბუს სანაპიროზე მიმდინარეობდა. კომპოზიცია არტისტის რიგით მეორე ალბომში Fine Line შედის, რომელიც გაყიდვაში 13 დეკემბერს ჩაეშვა.

► ნახეთ: ჰარი სტაილზი კომპოზიციის Watermelon Sugar კლიპს ავრცელებს

"ეს ვიდეო სხეულზე შეხებას ეძღვნება", - წერია მუსიკოსის იუთუბის გვერდზე. 

ჰარი სტაილზი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს ბოიბენდში One Direction მოღვაწეობით გაიცნო. 2017 წელს მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ალბომი Harry Styles გამოუშვა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული