Thumbnail

ნახეთ: ჯეი ქოულის მიერ შექმნილი ახალი სპორტული ფეხსაცმლის სარეკლამო ვიდეო

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის გავლენიანი წარმომადგენელი, ჯერმეინ ლამარ ქოული პირველ აგვისტოს გაყიდვაში თავისივე დიზაინით შექმნილ საკალათბურთო ფეხსაცმელს RS-Dreamer ჩაუშვებს. ჯერმეინმა ახალ მოდელზე კომპანია "პუმასთან" ითანამშრომლა.

მოუსმინეთ: J. Cole - The Climb Back | Lion King On Ice

სპორტული ფეხსაცმლის პრომოუშენის ფარგლებში კაროლინელმა რეპერმა 30-წამიანი ვიდეო Dreamer გამოაქვეყნა, რომლის შექმნაზეც 1990-იანი წლების სამხრეთული რეპის მეინსტრიმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურასთან, მასთერ ფისთან ითანამშრომლა. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის სახელს ცნობილი ლეიბლის No Limit Records ჩამოყალიბება უკავშირდება.

ქოულმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. რამდენიმე წარმატებული მიქსტეიპის შემდეგ, ქოული ჯეი ზის ლეიბლს Roc Nation შეუერთდა, რომელზეც მისი სადებიუტო ალბომი Cole World: The Sideline Story გამოიცა. დღეისთვის რეპერის ანგარიშზე 5 სტუდიური ნამუშევარია. კრიტიკოსები მათგან საუკეთესოდ ჯერმეინის რიგით მესამე ალბომს 2014 Forest Hills Drive ასახელებენ. მუსიკოსის ბოლო ჩანაწერი K.O.D. კი გაყიდვაში 2018 წლის აპრილში ჩაეშვა.

სოლო კარიერის პარალელურად, ჯერმეინმა ჰიპ ჰოპ გაერთიანება და ლეიბლი Dreamville Records ჩამოაყალიბა, რომელშიც ნიჭიერი ახალგაზრდა რეპერები Bas, Cozz, Omen, Lute, Ari Lennox, EarthGang და J.I.D ერთიანებიან. დღემდე "დრიმვილმა" 3 კომპილაციური ალბომი გაავრცელა. კოლექტივმა ბოლო მათგანი ROTD3 გაყიდვაში 2019 წელს ჩაუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული