Thumbnail

Post Malone-მა განმარტა, რატომ სჯერა უცხოპლანეტელთა არსებობის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ტექსასელმა მუსიკოსმა, ოსტინ რიჩარდ ფოსთმა, ფსევდონიმით Post Malone, ამერიკელი წამყვანისა და კომიკოსის, ჯო როგენის პოდკასტში The Joe Rogan Experience მონაწილეობისას აღნიშნა, რომ უცხოპლანეტელების არსებობის სჯერა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტი თავადაც არაერთხელ შეუნიშნავს.

მოუსმინეთ: Tyla Yaweh - Tommy Lee Ft. Post Malone

ნახეთ: Post Malone-მა ჯგუფ Nirvana-ს სიმღერები ონლაინ შეასრულა

"25 წლის ვარ, დარწმუნებით ვერაფერზე ვისაუბრებ, მაგრამ წარსულის მაგალითებიც მოწმობს, თუნდაც მხატვრობაში, რომ რაღაც ნამდვილად არსებობს. მონა ლიზას უკანაც კი უცნაური გამოსახულება ჩანს... მეც შემინიშნავს ამოუცნობი მფრინავი ობიექტები. სადღაც 16 წლის ვიქნებოდი, ნიუ იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ვიყავი. დეიდაჩემი და ბიძაჩემი ძალიან მკაცრები იყვნენ, რის გამოც დასაძინებლად 10 საათზე ვწვებოდით. ჩემს დეიდაშვილთან ერთად ფანჯარაში ვიყურებოდი - დავინახეთ, რომ რაღაც ანათებდა, დროდადრო კი ქრებოდა. ამის ახსნა შეუძლებელია. ვერც კი გეტყვით, უფრო ახლო წარსულში რამდენჯერ დამინახავს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი იუტასა და კალიფორნიის შტატებში. ლოს ანჯელესის დასახლება ტარზენაში რომ ვცხოვრობდი, აივნიდან გუმბათის მქონე წრიული სხეული შევნიშნე. იქ ჩემ გარდა კიდევ ოთხი ადამიანი იყო და მათაც იგივე დაინახეს", - ამბობს ფოსტ მელოუნი.

ოსტინ რიჩარდმა მუსიკალური კარიერა ხმაურიანად დაიწყო. 2015 წელს გამოშვებულ სადებიუტო სიმღერას White Iverson, მომდევნო წელს მუსიკოსის პირველი ალბომი Stoney მოჰყვა. ჩანაწერი მოსალოდნელზე მაღალი ტირაჟით გაიყიდა და მალევე მოიპოვა ორმაგი პლატინის სტატუსიც. 2018 წელს შემსრულებელმა გაყიდვაში კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი Beerbongs & Bentleys ჩაუშვა. მისი წამყვანი სინგლი Rockstar გახლავთ. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებს 8 კვირის განმავლობაში ლიდერობდა. სტრიმინგ პლატფორმის, Spotify-ის სათავეში კი კომპოზიციამ 108 დღე გაატარა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული