Thumbnail

ოსკაროსანი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯორდან მაიკლ ჰიუსტონი, ფსევდონიმით Juicy J, მსმენელს ახალი კომპოზიციით Gat Damn High და მასზე გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. თრეფ მიმდინარეობის ერთ-ერთი პიონერის ჩანაწერში მისი ლეიბლის წევრი და მეგობარი, ცნობილი დასავლელი კოლეგა, ვიზ ქალიფა მონაწილეობს, რომელმაც მემფისელთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა. ბენგერი ტრეკის პროდიუსერი თავად ჯეი გახლავთ.

Juicy J: სამი იარაღი სულ თან მაქვს და საჭიროების შემთხვევაში გავისვრი კიდეც

მოუსმინეთ: ASAP Rocky & Juicy J - 2 Piece

Juicy J: მაპატიეთ, თუ ჩემს კომპოზიციებში ნარკოტიკის მოხმარებისკენ გიბიძგეთ

ჯორდანმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1987 წელს ჰიპ ჰოპ კოლექტივში Three 6 Mafia დაიწყო, რომლის წევრებიც, მის გარდა, Lord Infamous და DJ Paul იყვნენ. ჯგუფი რეპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევა. 2006 წელს ოსკარის დაჯილდოების 78-ე ცერემონიაზე, სამხრეთელმა მუსიკოსებმა ნომინაციაში "საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკი" გაიმარჯვეს. ჯგუფმა კომპოზიცია It`s Hard Out Here For Pimp ფილმისთვის Hustle & Flow შეიქმნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული