Thumbnail

ნახეთ: სიმღერა My Future, რომელიც ბილი აილიშმა ორ დღეში შექმნა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ახალი სიმღერა My Future და მასზე შექმნილი ანიმაციური კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია 18 წლის გოგონამ და მისმა ძმამ, ფინიასმა კარანტინის პერიოდში ორ დღეში შექმნეს. ვიდეორგოლის ავტორი ენდრიუ ონორატო გახლავთ.

ბილი აილიში: სკოლაში არასოდეს მივლია

ბილი აილიში: ბავშვობაში ძალიან რელიგიური ვიყავი, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა

ბილი აილიშმა ბავშვობის საყვარელი კომპოზიციები დაასახელა

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული