Thumbnail

ნახეთ: ჯეიდენმა კლიპი Cabin Fever გამოაქვეყნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელი მუსიკოსი, ჯეიდენ სმიტი მსმენელს ახალგავრცელებულ კომპოზიციაზე Cabin Fever გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ახალგაზრდა არტისტის ჩანაწერი ინდი პოპ ჟღერადობისაა. ნამუშევრის ბითის ავტორი შოტლანდიელი მომღერალი და პროდიუსერი BURNS გახლავთ.

ნახეთ: ჯეიდენ სმიტი კლიპს Ninety ავრცელებს

ნახეთ: Jaden Smith ვიდეორგოლს Again ავრცელებს

ნახეთ: Jaden Smith ვიდეორგოლს Fire Dept აქვეყნებს

ვარსკვლავური წყვილის, უილ სმიტისა და ჯადა პინკეტ სმიტის დინასტიის გამგრძელებელმა, მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი ხმამაღალი განაცხადი 2017 წელს, სადებიუტო ალბომით SYRE გააკეთა. ახალბედა არტისტს პოპულარობა ნამუშევრის მთავარმა სინგლმა Icon მოუტანა. 2019 წლის ივლისში ჯეიდენმა გაყიდვაში მეორე სტუდიური ჩანაწერი ERYS ჩაუშვა. ჰიპ ჰოპის გარდა, ჯეიდენი მამის კვალს კინემატოგრაფშიც მიჰყვება და თავს რამდენიმე წარმატებულ სურათში მონაწილეობით იწონებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული