Thumbnail

Snoop Dogg: დოქტორ დრეს ჰიტის Still D.R.E. ტექსტი მთლიანად ჯეი ზის დაწერილია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, სნუპ დოგი ცნობილი რადიოგადაცემის Breakfast Club სტუმარი გახლდათ. დასავლელმა რეპერმა წამყვანებთან ინტერვიუში ლეგენდარული კოლეგის, დოქტორ დრეს 1999 წლის ჰიტის Still D.R.E. შესახებ საინტერესო ფაქტი გაიხსენა. მისი თქმით, ჩანაწერის ტექსტი მთლიანად გავლენიანი ნიუ იორკელი შემსრულებლის, ჯეი ზის დაწერილია.

Snoop Dogg: ემინემს ჩემს ფავორიტ 10 რეპერს შორის ვერ დავასახელებ

ნახეთ: სნუპ დოგს დაბადების დღეზე ჯოინთების თაიგული აჩუქეს

Snoop Dogg: მეგონა, ნასამართლეობის გამო არჩევნებში ხმის მიცემა არ შემეძლო

"მე და The D.O.C. ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ლირიცისტები ვართ. თუმცა, კომპოზიციის ბითმა საქმე გაგვირთულა. ტექსტზე ფიქრს მეოთხე დღეს დავნებდით. დასახმარებლად დრემ ჯეი ზის მიმართა, რომელიც ნიუ იორკიდან კალიფორნიაში გადმოფრინდა. ყველა სტუდიაში ვიყავით. 30 წუთის შემდეგ ჯეიმ კომპოზიციის ტექსტი გადმოგვცა. ყველა ვერსი უნაკლოდ დაწერა. მე და დი.ოუ.სი ერთმანეთს გაკვირვებულები ვუყურებდით. ჯეისთან დამარცხებას შევეგუეთ", - გაიხსენა სნუპმა.

Still D.R.E. დოქტორ დრეს 1999 წლის ალბომის "1999" პირველი და კომერციულად ყველაზე წარმატებული კომპოზიციაა. მსმენელთა დიდი ნაწილის აზრით, ტრეკის ინსტრუმენტალი დრეს შემოქმედებიდან საუკეთესო ნამუშევარია. მასთან ერთად ჩანაწერში სნუპ დოგი მონაწილეობს. ეს უკანასკნელი თავის მენტორთან სათანამშრომლოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაერთიანდა. მათი დროებითი დაშორების მიზეზი სნუპ დოგის მიერ ცნობილი ლეიბლის Death Row Records რიგების დატოვება გახლდათ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული