Thumbnail

რატომ იტირა მაიკლ ჯექსონმა Moonwalk-ის პირველად შესრულების შემდეგ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მაიკლ ჯექსონმა Moonwalk სცენაზე პირველად 1983 წლის 25 მარტს სატელევიზიო შოუსთვის Motown 25: Yesterday, Today, Forever შეასრულა, რის შემდეგაც ეს საცეკვაო მოძრაობა საქვეყნოდ გახდა ცნობილი და არტისტის ჰიტზე Billie Jean დადგმული პერფორმანსის განუყოფელ ნაწილად იქცა. 1993 წელს ტელეწამყვან ოპრა უინფრისთან ინტერვიუში მაიკლმა აღიარა, რომ იმ დღეს, პერფორმანსის დასრულების შემდეგ, კულისებში იტირა, რადგან საკუთარი თავით უკმაყოფილო იყო.

მაიკლ ჯექსონის სიმღერა, რომელიც თავდაპირველად ფრენკ სინატრასთვის შეიქმნა

რატომ ვერ ჩაწერეს მაიკლ ჯექსონმა და უიტნი ჰიუსტონმა საერთო სიმღერა

"ჩემი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხალხი ამბობს, რომ რაიმე ფენომენალურად გავაკეთე. მას შემდეგ, რაც Motown 25-ზე Moonwalk პირველად შევასრულე, კულისებში ვიტირე, რადგან დათრგუნული ვიყავი. თუმცა, მოგვიანებით, როდესაც ავტომობილისკენ გავემართე, გზად ებრაელი ბიჭუნა შემომხვდა, დაახლოებით 12 წლის იქნებოდა. მან მითხრა - განსაცვიფრებელი ხარ, ვინ გასწავლა ასე ცეკვაო? ამ დროს პირველად დამეუფლა განცდა, რომ საქმეს კარგად გავართვი თავი, რადგან ვიცი, ბავშვები არ ტყუიან", - ამბობდა არტისტი.

მაიკლ ჯექსონი: ბავშვობაში ვტიროდი, როცა სხვები თამაშობდნენ, მე კი მუშაობა მიწევდა

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული