Thumbnail

ფრანგი ფოლკ შემსრულებელი, მინა ტინდლი ახალ კომპოზიციას Give A Little Love და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ჩანაწერში ამერიკელი მუსიკოსი, სუფიან სტივენსი მონაწილეობს. სინგლი მინას მომავალ ალბომში Sister შევა, რომელიც 9 ოქტომბერს გამოიცემა.

მინამ მუსიკალური კარიერა 2008 წელს დაიწყო. ოთხი წლის შემდეგ შემსრულებელმა სადებიუტო ალბომი Taranta გაავრცელა. 2014 წელს არტისტმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Parades გამოსცა. მისი შემოქმედება ფოლკს, პოპსა და სოულს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული