Thumbnail

ნახეთ: მერილინ მენსონმა ახალი სიმღერა We Are Chaos გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მერილინ მენსონმა ახალი სიმღერა We Are Chaos და მასზე შექმნილი კლიპი გამოუშვა. კომპოზიცია მის მომავალ, ამავე სახელწოდების ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 11 სექტემბერს ჩაეშვება. ვიდეორგოლის ავტორი მეთ მეჰურინი გახლავთ.

მერილინ მენსონი: ახალ ალბომზე მუშაობა დავასრულე, ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია

ბრაიან უორნერმა მუსიკალური კარიერა 1989 წელს დაიწყო. მისი ფსევდონიმი Marilyn Manson ამერიკელი მსახიობის მერილინ მონროს სახელისა და ცნობილი დამნაშავის, ჩარლზ მენსონის გვარის კომბინაციაა. სკანდალური იმიჯით გამორჩეულმა მუსიკოსმა წარმატებას მეორე სტუდიური ნამუშევრის Antichrist Superstar გამოსვლის შემდეგ მიაღწია. არტისტის 3 ალბომს პლატინის სტატუსი აქვს მოპოვებული. მისი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია The Beautiful People და ინგლისური ბენდების Depeche Mode და Eurythmics ქავერები Sweet Dreams და Personal Jesus.

კომენტარები

ბოლოს დამატებული