Thumbnail

ნახეთ: Spice Girls-ის წევრი, Melanie C ახალ კლიპს In and Out Of Love ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანელი მომღერალი Melanie C, რომელმაც სახელი ჯგუფ Spice Girls-ში მოღვაწეობით გაითქვა, ახალ სინგლს In and Out Of Love და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. რეჟისორ გრეჰემ კრუზის ნამუშევარში მოქმედება ლონდონის ისტორიულ შენობაში Alexandra Palace ვითარდება. 46 წლის არტისტმა აგრეთვე რიგით მერვე სოლო ალბომი Melanie C დააანონსა, რომელიც გაყიდვაში 2 ოქტომბერს ჩაეშვება.

"ისეთი სასიამოვნოა მთლიანად პოპ ჟღერადობის, პოზიტიური და მხიარული სიმღერის გავრცელება. ვფიქრობ, ეს ზუსტად ის არის, რაც ახლა სამყაროს სჭირდება", - ციტირებს ჟურნალი Rolling Stone მუსიკოსის სიტყვებს.

მელანი ჯეიმ ჩისჰოლმმა კარიერა 1994 წელს "სფაის გერლზში" მოღვაწეობით დაიწყო. 1996 წლიდან დღემდე კოლექტივის შემადგენლობაში მას 85 მილიონი, ხოლო, როგორც სოლო არტისტს, 20 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მუსიკოსი ჯგუფში Sporty Spice-ის ფსევდონიმით იყო ცნობილი, სოლო ალბომებს კი "მელანი სის" სახელით უშვებს. მათ შორის პირველი Northern Star 21 წლის წინ გავრცელდა. მელანი აგრეთვე საკუთარ ხმის ჩამწერ ლეიბლს Red Girl Records ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული