Thumbnail

Snoop Dogg: ემინემს ჩემს ფავორიტ 10 რეპერს შორის ვერ დავასახელებ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი, სნუპ დოგი ცნობილი რადიოგადაცემის Breakfast Club სტუმარი გახლდათ. შოუს წამყვანებთან ინტერვიუში კალიფორნიელმა არაერთ საინტერესო საკითხზე, მათ შორის ეპოქალური დეტროიტელი კოლეგის, მარშალ მეზერსის, იგივე ემინემის შესახებ ისაუბრა.

Snoop Dogg: მეგონა, ნასამართლეობის გამო არჩევნებში ხმის მიცემა არ შემეძლო

Snoop Dogg: ეს ყველაზე ღირებული რამაა, რაც 2Pac-ისგან ვისწავლე

50 Cent: ემინემმა Snoop Dogg-სა და Dr. Dre-ს ერთობლივ ტურნეზე უარი უთხრა

დასავლელის განცხადებით, ემინემი მის ყველა დროის 10 ფავორიტ რეპერს შორის არ არის და მარშალის წარმატება მეტწილად დოქტორ დრეს დამსახურებაა.

"ემინემის გამოჩენამდე თეთრკანიან რეპერებს არანაირი პატივისცემა არ ჰქონდათ. მარშალი მათი იმედია. ჰიპ ჰოპ კულტურაში არსებობს მოსაზრება, რომ ის ყველა დროის 10 საუკეთესო ლირიცისტს შორისაა. თუმცა, ეს მეტწილად დოქტორ დრეს დამსახურებაა, რომელიც მას საკუთარი ძალების საუკეთესოდ წარმოჩენასა და ჟანრში ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარა. მე ვფიქრობ, რომ 1980-90-იანი წლებში მოღვაწე რამდენიმე ემსი მასზე ძლიერია. Rakim, KRS-One, Big Daddy Kane, LL Cool J.. გავაგრძელო? Ice Cube. ემინემი ჩემი ძმა და გუნდის ნაწილია. ის ერთ-ერთია, რომელმაც რეპით დიდ წარმატებას მიაღწია. თუმცა, როდესაც იმ ჰიპ ჰოპზე ვსაუბრობ, რომლის გარეშეც სიცოცხლე არ შემიძლია...", - განაცხადა სნუპმა.

კარიერის განმავლობაში სნუპ დოგისა და ემინემის გზა არაერთხელ გადაიკვეთა. კოლეგები ერთმანეთის მიმართ პატივისცემას ხშირად გამოხატავენ. მათი გამორჩეული ერთობლივი კომპოზიცია Bitch Please II გახლავთ, რომელიც დეტროიტელის 2000 წლის ალბომის The Marshall Mathers LP სინგლია. ამასთან, სნუპი და ემინემი ამავე წელს ჟანრის ფარგლებში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელი ტურნეს Up in Smoke Tour ჰედლაინერები გახდნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული