Thumbnail

მოუსმინეთ: Actress-მა LEYA-ს კომპოზიციის Wave რემიქს ვერსია გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელი ელექტრონული მუსიკოსი, დარენ ქანინგემი, პროექტით Actress, ამერიკული ავანგარდ პოპ დუეტის LEYA კომპოზიციის Wave რემიქს ვერსიას ავრცელებს.

ნამუშევართან ერთად დარენმა ახალი მიქსტეიპი MAD VOYAGE გამოსცა, რომლის გადმოწერაც ერთ-ერთი ფორუმიდან არის შესაძლებელი.

დარენ ქანინგემმა, სასცენო სახელით Actress, შემოქმედებითი კარიერა 2004 წელს დაიწყო. ამავე წელს მუსიკოსმა ლეიბლი Werkdiscs დააარსა. ოთხი წლის შემდეგ აქთრესმა სადებიუტო ალბომი Hazyville გაავრცელა. პროდიუსერს ამ დრომდე 7 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული