Thumbnail

ნახეთ: ტეილორ სვიფტი სიმღერის Cardigan აკუსტიკურ ვერსიას კლიპთან ერთად ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ტეილორ სვიფტი ახალი ალბომის Folklore სინგლის Cardigan ალტერნატიულ ვერსიას Cardigan "Cabin In Candlelight" Version და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ორიგინალი ნამუშევრისგან განსხვავებით, ტრეკს აკუსტიკური ჟღერადობა აქვს. ვიდეორგოლში სტუდიური ჩანაწერის საიმიჯო ფოტოსესიის კადრს მიღმა მასალაა თავმოყრილი.

მსმენელები ფიქრობენ, რომ ტეილორ სვიფტი ახალ კომპოზიციაში Peace ქანიე ვესთს დისავს

ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი Folklore და კლიპი Cardigan გაავრცელა

ტეილორმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში შექმნილი ალბომი 24 ივლისს, თაყვანისმცემლებისთვის მოულოდნელად გაავრცელა. ნამუშევარი 16 კომპოზიციას აერთიანებს.

მუსიკოსმა კარიერა 2004 წელს დაიწყო. 20 წლის ასაკში სვიფტმა გრემის პირველი ჯილდო მიიღო და, ბილი აილიშის გამარჯვებამდე, ოქროს გრამოფონის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელის სტატუსსაც ატარებდა. 10 გრემის მფლობელ მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი სინგლი აქვს გაყიდული. გამოცემა Time-მა ტეილორი წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად სამჯერ, 2010, 2015 და 2019 წლებში დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული