Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი მალიბუში სახლს $8 მილიონად ყიდის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესი და მისი საქმრო, ბეისბოლის ვარსკვლავი, ალექს როდრიგესი კალიფორნიაში, ოკეანისპირა ქალაქ მალიბუში მდებარე სახლს 7,99 მილიონ დოლარად ყიდიან. წყვილმა საცხოვრებელი 2019 წლის თებერვალში მსახიობ ჯერემი პივენისგან 6,6 მილიონ დოლარად შეიძინა.

ტრევის სკოტმა ლოს ანჯელესში სახლი $23,5 მილიონად ნაღდი ფულით იყიდა

ნახეთ: რიანამ თვეში $415 000-ად ოკეანის სანაპიროზე სახლი იქირავა

408 კვ.მ. ფართობის სამსართულიან სახლს ხუთი საძინებელი და ამდენივე სააბაზანო აქვს. შენობაში აგრეთვე კინოთეატრი, საბავშვო ოთახი, საუნა, სპა და იოგას სავარჯიშო სივრცეა განთავსებული, ტერასებიდან კი წყნარი ოკეანის ხედი იშლება. ახალი მფლობელის განკარგულებაში 15 მეტრი სიგანის კერძო სანაპირო ზოლიც გადავა.

ჯეილო და ალექსი აშშ-ის სხვა პრესტიჟულ ადგილებშიც ფლობენ უძრავ ქონებას. მათ შორის 28-მილიონიან სახლს ლოს ანჯელესში, ბელ ეარის დასახლებაში, ლონგ აილენდზე მდებარე $10 მილიონად შეფასებულ საცხოვრებელს და აპარტამენტს ფლორიდაში, ქალაქ ქორალ გეიბელსში.

კომენტარები

ბოლოს დამატებული