Thumbnail

მოუსმინეთ: BTS-ის ჯონგუქმა ჯასტინ ბიბერისა და Dan + Shay-ს 10,000 HOURS დააქავერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრი, ჯონგუქი კანადელი მომღერლის, ჯასტინ ბიბერისა და ქანთრი დუეტის Dan + Shay ერთობლივი კომპოზიციის 10,000 Hours ქავერ ვერსიას ავრცელებს. 22 წლის არტისტმა ჩანაწერი პლატფორმა საუნდქლაუდზე განათავსა, URL მისამართში კი სიტყვები - 10000hourswitharmy მიუთითა, რამაც "ბითიესის" თაყვანისმცემლებს აფიქრებინა, რომ ნამუშევარი სწორედ მათ ეძღვნებათ.

მოუსმინეთ: BTS-ის ჯონგუქი კომპოზიციას Still With You ავრცელებს

BTS-ის შუგა კოლექტივის წევრებზე: არემი ჯონგუქს სულ პატარა ბავშვად აღიქვამს

ჯონგუქს ჯასტინის არაერთი კომპოზიცია აქვს დაქავერებული, მათ შორის Nothing Like Us და Purpose.

კომპოზიციის 10,000 Hours ორიგინალი ვერსია Dan + Shay-ს ალბომისთვის ჩაიწერა და შარშან, 4 ოქტომბერს კლიპთან ერთად გავრცელდა ჯასტინ ბიბერისა და მოდელ ჰეილი ბოლდუინის საქორწილო წვეულებიდან რამდენიმე დღეში. ტრეკის დაანონსებისას ჯასტინმა აღნიშნა, რომ ეს "საქორწილო მუსიკა" იყო.

ჯონგუქმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს, BTS-ში მოღვაწეობით დაიწყო. ჯგუფს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული