Thumbnail

შვედი მუსიკოსი, ანა ფონ ჰაუსვოლფი ახალ კომპოზიციას Sacro Bosco და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტის მომავალ, რიგით მეხუთე ალბომში All Thoughts Fly შევა, რომელიც 25 სექტემბერს გამოიცემა.

ანა ფონ ჰაუსვოლფმა მუსიკალური კარიერა 2008 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ არტისტმა სადებიუტო ალბომი Singing From the Grave გაავრცელა. მას ამ დრომდე ოთხი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ანას შემოქმედება ნეოკლასიკურ დარქ ვეივს, ემბიენთ პოპსა და არტ პოპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული