Thumbnail

მაიკლ ჯექსონის სიმღერა, რომელიც თავდაპირველად ფრენკ სინატრასთვის შეიქმნა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული შემსრულებლები, ფრენკ სინატრა და მაიკლ ჯექსონი მართალია, ერთმანეთისგან განსხვავებულ მუსიკას ქმნიდნენ, თუმცა, არსებობს ერთი კომპოზიცია, რომელიც სინატრასთვის დაიწერა, საბოლოოდ კი ჯექსონის ალბომში მოხვდა.

რატომ ვერ ჩაწერეს მაიკლ ჯექსონმა და უიტნი ჰიუსტონმა საერთო სიმღერა

მაიკლ ჯექსონის პერფორმანსი, რომელსაც ბიონსე საათობით უყურებდა

როგორც წიგნში MJ: The Genius of Michael Jackson არის მოთხრობილი, ამერიკელმა სონგრაითერმა, ტომ ბალერმა სიმღერა She's Out of My Life ფრენკისთვის დაწერა და მისთვის გაგზავნასაც აპირებდა, როდესაც პროდიუსერმა და მუსიკოსმა, ქუნსი ჯონსმა დაარწმუნა, ნამუშევარი მაიკლისთვის მიეცა.

კომპოზიცია, რომელიც ტომ ბალერმა განქორწინების შემდეგ შექმნა, მტკივნეული დაშორების შესახებ მოგვითხრობს. წიგნიდან ვიგებთ, რომ ტრეკმა მაიკლზე ემოციურად იმდენად იმოქმედა, რომ ატირდა და სიმღერის ჩაწერის დასრულების შემდგომ სტუდია უკანა გასასვლელით დატოვა. She's Out of My Life პირველი სინგლი იყო, რომელიც ჯექსონის რიგით მეხუთე ალბომში Off the Wall შევიდა.

20 წლის პოპ შემსრულებელმა ასაკის გამო კომპოზიციის ტექსტი მცირედით შეცვალა. სიტყვები "Instead of begging my wife" (ჩემი ცოლისთვის ხვეწნის ნაცვლად) ამოიღო და იმღერა "And it cuts like a knife" (ისევე ჭრის, როგორც დანა).

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული