Thumbnail

ნახეთ: Currensy კლიპს Cutlass Cathedrals ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლუიზიანელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, შანტე ფრანკლინმა, ფსევდონიმით Currensy, მსმენელს კომპოზიციაზე Cutlass Cathedrals გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ჩანაწერის პროდიუსერი ნიუ იორკელი მუსიკოსი Harry Fraud გახლავთ. ტრეკი კოლეგების ერთობლივი ალბომის The OutRunners სინგლია.

მოუსმინეთ: Currensy ალბომს The OutRunners ავრცელებს

ქარენსიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. ის ლილ უეინის მიერ დაარსებული ლეიბლის Young Money Entertainment ერთ-ერთი პირველი წევრი იყო. არტისტს ამ დრომდე 9 სოლო ალბომი აქვს გამოშვებული. 2018 წელს მან ცნობილ რეპერ ფრედი გიბსთან და ჟანრის გამორჩეულ პროდიუსერ ალქემისთთან ერთად კოლაბორაციული ჩანაწერი Fetti გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული