Thumbnail

დრეიქმა ბილბორდის ჩარტში რეკორდი დაამყარა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კანადელმა სუპერვარსკვლავმა, დრეიქმა ბილბორდის ცხელ ასეულში მორიგი რეკორდი დაამყარა. ის ერთადერთი მუსიკოსი გახდა, რომლის მონაწილეობით შექმნილი 40 კომპოზიცია ტოპ ათ ტრეკს შორის მოხვდა. შემსრულებელმა პოპ მომღერალ მადონას მიღწევა (38 სიმღერა) გააუმჯობესა.

დრეიქმა ბილბორდის ცხელი ასეულის რეკორდი მოხსნა

ნახეთ: დრეიქმა "ბითლზის" რეკორდის მოხსნის აღსანიშნავად ტატუ გაიკეთა

დრეიქმა 5 რჩეული რეპერი დაასახელა

სარეკორდო მაჩვენებელს დრეიქმა მაიამელ დიჯეი ქალიდთან ერთად ახლახან გამოქვეყნებული კომპოზიციების წყალობით მიაღწია. ნამუშევარი Popstar ამჟამად ჩარტის მესამე პოზიციაზეა. ტრეკი Greece კი მას 5 საფეხურით ჩამორჩება.

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მისი კარიერული აღმავლობა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ნამუშევრის 7 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2018 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომი Scorpions კი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტის ლიდერობას არ თმობდა. ორწლიანი პუზის შემდეგ, "დრიზი" მსმენელს 2020 წელს მიქსტეიპით Dark Lane Demo Tapes დაუბრუნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული