Thumbnail

Tekashi 6ix9ine-ს ერთსაათიან ონლაინ კონცერტში $5 მილიონს გადაუხდიან

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

შინაპატიმრობაში მყოფმა პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტეკაში სიქსნაინმა კომპანია GlobalStreamNow-სთან კონტრაქტი გააფორმა, რომელიც მუსიკოსის მიერ ერთი ონლაინ კონცერტის გამართვას ითვალისწინებს. სანაცვლოდ რეპერი 5 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.

Tekashi 6ix9ine-ს ინსტაგრამისა და ტვიტერის ანგარიშების გაუქმება მოუწია

Tekashi 6ix9ine: მიკვირს, რომ აქამდე არ მომკლეს

ნახეთ: როგორ ემზადებოდა Tekashi 6ix9ine საკუთარი კლიპების გადასაღებად

ონლაინ ღონისძიებაზე, რომელიც 5 სექტემბერს ჩატარდება, ტეკაში ერთი საათის განმავლობაში 12 კომპოზიციას შეასრულებს. ივენთზე მას ბენდი და მოცეკვავეებიც ეყოლება. შოუს ხილვა მსურველებს GlobalStreamNow-ს აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ. ლაივსტრიმზე წვდომის ღირებულება $6,99-ს შეადგენს.

მუსიკოსს შინაპატიმრობის ვადა 31 ივლისს ეწურება. რეპერის თქმით, ის ორი ახალი ალბომის გამოშვებას ახლო მომავალში აპირებს.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. 8 მაისს, საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული