Thumbnail

ნახეთ: ირაკლი ჩარკვიანის კომპოზიციაზე "ვირთხა" გადაღებული კლიპი გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქეთათო პოპიაშვილი ლეგენდარული მუსიკოსის, ირაკლი ჩარკვიანის კომპოზიციაზე "ვირთხა" გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტის გარდაცვალების შემდეგ გამოცემულ ალბომში "თეთრი ღმერთი" შედის, რომელიც 2011 წელს გამოქვეყნდა.

არქივი: ირაკლი ჩარკვიანი - Wooden Monkey (1995)

არქივი: ირაკლი ჩარკვიანი - შავი ფერი (1993)

ვიდეორგოლში ქეთათოსთან ერთად ირაკლის და, ქორეოგრაფი თეონა ჩარკვიანი, ირაკლი კაკაბაძე, ზურაბ რთველიაშვილი და მოწვეული პროფესიონალი მოცეკვავეები მონაწილეობენ. ნამუშევრის იდეის ავტორი და რეჟისორი თავად ქეთათო გახლავთ.

ირაკლი ჩარკვიანმა მუსიკალური კარიერა 1976 წელს ჯგუფ "არიშთან" ერთად დაიწყო. 1990-იანი წლების დასაწყისში უკრავდა ბენდებში "ტაქსი" და "საბავშვო მედიცინა". 1993 წელს გერმანიაში ჩაიწერა მისი სადებიუტო სოლო ალბომი Svan Songs. არტისტმა, რომელმაც 2004 წლიდან ფსევდონიმით "მეფე" მოღვაწეობდა, სიცოცხლეში 4 სტუდიური ნამუშევრის გამოშვება მოასწრო. გამოცემული აქვს აგრეთვე მოთხრობების კრებული "ძველი სათამაშოები" და რომანი "მშვიდი ცურვა". ირაკლი ჩარკვიანი 2006 წელს 44 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსის მიერ შექმნილი უკანასკნელი კომპოზიციები მისი სიკვდილის შემდეგ ორ ალბომად გამოიცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული