Thumbnail

ნახეთ: ქეთი მელუა ახალ კლიპს Airtime ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანეთში მოღვაწე მუსიკოსი, ქეთი მელუა მომავალი ალბომიდან Album No. 8 კიდევ ერთ კომპოზიციას Airtime და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. რეჟისორ ჩარლი ლაითნინგის მიერ გადაღებულ კლიპში, ნამუშევრის A Love Like That მსგავსად, ქეთის პარტნიორობას მსახიობი ბილი ჰოული უწევს.

ნახეთ: ქეთი მელუა ალბომზე Album No. 8 მუშაობის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

ნახეთ: ქეთი მელუა კომპოზიციაზე A Love Like That გადაღებულ კლიპს ავრცელებს

მუსიკოსის ახალი სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 16 ოქტომბერს ჩაეშვება და მასში 10 ტრეკი იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ალბომის ჩაწერისას მუსიკოსმა საქართველოს ფილარმონიულ ორკესტრთან ითანამშრომლა.

ქართველმა მომღერალმა კარიერა 2003 წელს დაიწყო. ქეთი ორი Echo Awards-ის (გერმანიის გრემად წოდებული მუსიკალური ჯილდო) მფლობელია. პოპვარსკვლავს 11 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. 2006 წელს ჩრდილოეთის ზღვის ქვეშ 303 მეტრის სიღრმეზე ჩატარებული სოლო კონცერტისთვის მელუა გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული