Thumbnail

Fleetwood Mac-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, პიტერ გრინი გარდაიცვალა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ჯგუფ Fleetwood Mac-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, გიტარისტი პიტერ გრინი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსის ოჯახმა გაავრცელა.

"მწუხარებით უნდა გაცნობოთ, რომ პიტერ გრინი ღამით გარდაიცვალა. უფრო ვრცელ განცხადებას რამდენიმე დღეში გავავრცელებთ", - ნათქვამია არტისტის ოჯახის განცხადებაში.

პიტერ გრინი

პიტერ გრინი ბენდის Fleetwood Mac ერთ-ერთი დამაარსებელი წევრი იყო. ის კოლექტივის არაერთი კომპოზიციის ავტორია, მაგალითად, ნამუშევრების: Albatross, Black Magic Woman, Oh Well, Man of the World და სხვა. 1998 წელს მუსიკოსი კოლექტივთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. გამოცემამ Rolling Stone გრინი ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტს შორისაც დაასახელა. სხვადასხვა დროს ის ჯგუფებში Bobby Dennis and the Dominoes და The Muskrats უკრავდა. Fleetwood Mac მან შექმნიდან სამ წელიწადში, 1970 წელს დატოვა. მუსიკოსმა 7 სოლო ალბომის გამოცემა მოასწრო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული