Thumbnail

ქანიე ვესთი: კიმ, ვიცი, გული გატკინე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქანიე ვესთი ტვიტერის საშუალებით ცოლს, ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანს ბოდიშს უხდის. რეპერმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, ახლახან მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გაამხილა, რომ უფროს გოგონაზე აბორტის გაკეთებას აპირებდნენ. ამასთან, მოგვიანებით მან ტვიტერზე დაწერა, რომ კიმი მუსიკოს მიკ მილს ვითომდა მართლმსაჯულების რეფორმაზე სასაუბროდ სასტუმროში შეხვდა.

კიმ კარდაშიანი ქანიე ვესთის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ქანიე ვესთი: კიმთან განქორწინება მას შემდეგ მინდა, რაც მიკ მილს სასტუმროში შეხვდა

ქანიე ვესთი: სიცოცხლე დედამ შემინარჩუნა, მამაჩემი აბორტის გაკეთებას სთხოვდა

"ჩემს ცოლს, კიმს ბოდიშს ვუხდი პირადი საკითხების საჯაროდ გამოტანისთვის. ის მიცავდა, მე კი ეს არ გავაკეთე. კიმ, ვიცი, გული გატკინე. გთხოვ, მაპატიე. მადლობა, რომ ყოველთვის მხარს მიჭერ და ჩემ გვერდით ხარ", - წერს ვესთი.

პოსტის გამოქვეყნებამდე კიმმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქანიეს ბიპოლარული ეპიზოდი აქვს. მან საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რეპერის მდგომარეობას გაგებით მოკიდებოდნენ.

"ქანიე შესანიშნავი, მაგრამ რთული პიროვნებაა, რომელიც მწვერვალზე იმყოფება, როგორც არტისტი და შავკანიანი მამაკაცი. ძალიან განიცადა დედის გარდაცვალება და იძულებულია, გაუძლოს ზეწოლას და იზოლაციაში ყოფნას, რაც გამოწვეულია ბიპოლარული აშლილობით. ადამიანებმა, რომლებიც ახლოს იცნობენ, იციან, რომ ხანდახან ქანიეს სიტყვები და ზრახვები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენ, საზოგადოების წევრები, ვცდილობთ, გაგებით მოვეკიდოთ, ზოგადად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას, თუმცა, ეს დამოკიდებულება კონკრეტულ ადამიანებზე უნდა გავრცელდეს. მედიასა და საზოგადოებას თხოვნით მივმართავ, თანაგრძნობითა და გაგებით მოეკიდონ შექმნილ სიტუაციას, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ამ სირთულის გადალახვა შევძლოთ”, - წერდა კიმი.

კიმი ქმრის ბოდიშს საჯარო სივრცეში ჯერ არ გამოხმაურებია. აღსანიშნავია, რომ მანამ ქანიე ვესთი ბოდიშის წერილს გაავრცელებდა, მასთან რანჩოში სტუმრად კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი იმყოფებოდა ცოლთან, ჰეილი ბოლდუინთან ერთად.

მუსიკოსმა ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი 2018 წელს, სტუდიური ჩანაწერით YЕ გაამხილა, თუმცა, მანამდე საზოგადოებაში უკვე აქტიურად განიხილავდნენ რეპერის ფსიქიკურ პრობლემებს.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული