Thumbnail

ახალგაზრდა ჰიუსტონელი მუსიკოსი, ქეილებ თოლივერი, ფსევდონიმით Don Toliver, ახალ კომპოზიციას Cafeteria და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერის პროდიუსერი პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ტრევის სკოტის მიერ ჩამოყალიბებული გაერთიანების JACKBOYS წევრი, Chase B გახლავთ. ნამუშევარში თოლივერის ატლანტელი კოლეგა Gunna მონაწილეობს.

მოუსმინეთ: Don Toliver სადებიუტო ალბომს Heaven Or Hell ავრცელებს

ნახეთ: Don Toliver ვიდეორგოლს Cardigan ავრცელებს

ნახეთ: Don Toliver კლიპს After Party ავრცელებს

ტრეკი კოლეგების ერთობლივი ალბომის Escapism პირველი სინგლია.

დონ თოლივერმა მუსიკალური მოღვაწეობა 2017 წელს დაიწყო. ჰიუსტონელი მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ტრევის სკოტის კომპოზიციიდან Can't Say გახდა. აღსანიშნავია, რომ არტისტმა 2020 წელს ლეგენდარულ ემინემთან ტრეკზე No Regrets ითანამშრომლა. შარშან კი ჰიუსტონელმა ჰიპ ჰოპ გაერთიანების JACKBOYS ამავე დასახელების კომპილაციურ ალბომში მიიღო მონაწილეობა. მისი შემოქმედება ჰიპ ჰოპის, არენბისა და თრეფის სინთეზია. 2020 წლის 13 მარტს გაყიდვაში თოლივერის სადებიუტო ალბომი Heaven Or Hell ჩაეშვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული