Thumbnail

გრემის მფლობელმა მულტიინსტრუმენტალისტმა და მომღერალმა, სტივენ ბრანერმა, სასცენო სახელით Thundercat, ახალი კომპოზიცია Grune the Destroyer Song გაავრცელა. მუსიკოსმა სიმღერა საკაბელო არხის Cartoon Network მულტსერიალისთვის ThunderCats Roar ჩაწერა.

რეცენზია: Thundercat - It Is What It Is

აღსანიშნავია, რომ არტისტმა ფსევდონიმი სწორედ 1985 წელს გამოსული სერიალის ThunderCats გავლენით დაირქვა.

სტივენ ბრანერმა მუსიკალური მოღვაწეობა 2000 წელს დაიწყო. მისი დისკოგრაფია 4 ალბომს აერთიანებს, რომელთა შორისაც განსაკუთრებული მოწონება 2017 წლის ნამუშევარმა Drunk დაიმსახურა. თანდერქეთი ფართო საზოგადოებამ 2015 წელს, ქენდრიქ ლამართან თანამშრომლობის შემდეგ გაიცნო. მათმა ერთობლივმა კომპოზიციამ These Walls გრემის ჯილდო მოიპოვა. კალიფორნიელი მულტიინსტრუმენტალისტის, მომღერლისა და პროდიუსერის შემოქმედება ფანკის, არენბის, ჯაზის, სოულისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული