Thumbnail

მოუსმინეთ: Tame Impala-მ 070 Shake-ის ტრეკის Guilty Conscience რემიქსი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ავსტრალიური პროექტის, Tame Impala-ს შემქმნელმა, კევინ პარკერმა ახალგაზრდა არტისტის, დანიელე ბალბუენას, ფსევდონიმით 070 Shake, კომპოზიციის Guilty Conscience რემიქს ვერსია გაავრცელა. ტრეკის ორიგინალი შეიქის სადებიუტო ალბომში Modus Vivendi შედის, რომელიც გაყიდვაში 17 იანვარს ჩაეშვა.

ნახეთ: Tame Impala კომპოზიციის On Track აკუსტიკურ ვერსიას ავრცელებს

ნახეთ: Tame Impala-მ კოლბერის შოუში კომპოზიცია Is It True იმღერა

Tame Impala მულტიინსტრუმენტალისტმა კევინ პარკერმა 2007 წელს ჩამოაყალიბა. პროექტმა, რომლის ჟღერადობაც 1970-იანი წლების ფსიქოდელიური მუსიკითაა შთაგონებული, დღემდე ოთხი სტუდიური ალბომი გამოუშვა. მუსიკოსის ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია: The Less I Know the Better, Let It Happen და Feels Like We Only Go Backwards.

კომენტარები

ბოლოს დამატებული