Thumbnail

მოუსმინეთ: Lupe Fiasco ახალ სტუდიურ ჩანაწერს HOUSE ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჩიკაგოელმა ლირიცისტმა, ვასალუ ჯეიკომ, სასცენო სახელით Lupe Fiasco, მსმენელს ახალი EP სახელწოდებით HOUSE შესთავაზა. სტუდიური ჩანაწერი 5 კომპოზიციას მოიცავს, რომელთა პროდიუსერიც Kaelin Ellis გახლავთ.

მოუსმინეთ: Lupe Fiasco & Robert Glasper - Tokyo Freeze

ნახეთ: Lupe Fiasco - Hey Lupe

ნახეთ: Lupe Fiasco ვიდეორგოლს Cripple აქვეყნებს

ლუპე ფიასკომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000 წელს დაიწყო. კარიერის დასაწყისში მას ცნობილ ლეიბლთან Atlantic Records კონტრაქტის გაფორმებაში ლეგენდარული კოლეგა, ჯეი ზი დაეხმარა. მუსიკოსის სადებიუტო ალბომმა Lupe Fiasco's Food & Liquor, რომელიც 2006 წელს გავრცელდა, კრიტიკოსთა და მსმენელთა მაღალი შეფასება დაიმსახურა. ჩანაწერმა გრემიზე "წლის საუკეთესო ახალი არტისტის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

მომდევნო სტუდიური ნამუშევრები Lupe Fiasco's The Cool და Lasers მუსიკოსის დისკოგრაფიაში კომერციულად ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ორივე მათგანი ოქროს სტატუსის მფლობელია. 2010 წლიდან რეპერმა პოლიტიკური ჰიპ ჰოპის შექმნა დაიწყო და მეინსტრიმს ჩამოშორდა. რეჩიტატივის კითხვის პარალელურად, ლუპე ფიასკო როკ ბენდის Japanese Cartoon დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული