Thumbnail

მოუსმინეთ: Currensy ახალ ალბომს The OutRunners ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლუიზიანელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, შანტე ფრანკლინმა, სასცენო სახელით Currensy და ნიუ იორკელმა პროდიუსერმა, რორი ქუიგლიმ, ფსევდონიმით Harry Fraud, ახალი კოლაბორაციული ალბომი The OutRunners გამოაქვეყნეს. სტუდიური ნამუშევარი 9 კომპოზიციას აერთიანებს. ჩანაწერის ფარგლებში მუსიკოსებმა ითანამშრომლეს კოლეგებთან : Wiz Khalifa, Rick Ross, Conway The Machine და Jim Jones.

ნახეთ: რეპერი Currensy გადაცემას Car Test ესტუმრა

ქარენსიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. ის ლილ უეინის მიერ დაარსებული ლეიბლის Young Money Entertainment ერთ-ერთი პირველი წევრი იყო. არტისტს ამ დრომდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. 2018 წელს მან ცნობილ რეპერ ფრედი გიბსთან ერთად კოლაბორაციული ჩანაწერი Fetti გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული