Thumbnail

მოუსმინეთ: ლოჯიქმა უკანასკნელი ალბომი No Pressure გამოაქვეყნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მერილენდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, რობერტ ბრაისონ ჰოლმა, ფსევდონიმით Logic, გაყიდვაში ახალი ალბომი No Pressure ჩაუშვა, რომელიც 15 კომპოზიციას აერთიანებს. რობერტის სტუდიური ნამუშევრის აღმასრულებელი პროდიუსერი გრემის მფლობელი მუსიკოსი No I.D. გახლავთ. რეპერის განცხადებით, No Pressure მის შემოქმედებაში უკანასკნელი ალბომია და ამით ის მუსიკალურ კარიერას ასრულებს.

Logic: მომავალი ალბომის შემდეგ კარიერას დავასრულებ

ნახეთ: Logic - No Pressure (Freestyle)

Joe Budden: Logic ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რეპერია

ლოჯიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ის პოპულარული მიქსტეიპების სერიით Young Sinatra გახდა. 2014 წელს ლოჯიქის სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი Under Pressure გამოვიდა, რომლის ხუთასი ათასზე მეტი ასლია გაყიდული. მისი 2017 წლის ჩანაწერი Everybody კი გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში იყო ნომინირებული. 2019 წლის დასაწყისში მუსიკოსმა მსმენელს მორიგი ალბომი Confessions Of A Dangerous Mind შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული