Thumbnail

Us Weekly: ემინემი ღელავს, რომ მერაია მემუარებში მათ სექსუალურ ცხოვრებაზე ისაუბრებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, მერაია ქერი 29 სექტემბერს მემუარების The Meaning of Mariah Carey გამოშვებას გეგმავს, რომელშიც თაყვანისმცემლებს საკუთარ ცხოვრებაზე შეულამაზებელ საუბარს ჰპირდება. როგორც ჟურნალი Us Weekly წყაროზე დაყრდნობით წერს, წიგნის შინაარსზე ღელავს დეტროიტელი ჰიპ ჰოპ არტისტი მარშალ მეზერსი, იგივე Eminem, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალს 2000-იან წლებში ხვდებოდა.

მოუსმინეთ: Kid Cudi x Eminem - The Adventures Of Moon Man & Slim Shady

"ემინემის აქილევსის ქუსლი ყოველთვის მერაია ქერი იყო. მათ ძალიან ტოქსიკური ურთიერთობა ჰქონდათ. მარშალმა იცის, რომ მერაია მასზე ნაგატიურ კონტექსტში დაწერს, თავდასხმას ელის და ამას თითქმის მიესალმება კიდეც. ის იმაზე ღელავს, რომ მერაია მათი სექსუალური ცხოვრების შესახებ ისაუბრებს და იტყვის, რომ ემინემი საწოლში არ ვარგოდა და ეგოისტი საყვარელი იყო. მარშალს ამ მხრივ რომ ყოველთვის აკლდა თავდაჯერება, ეს მერაიასთვის ცნობილია", - ციტირებს გამოცემა წყაროს.

წიგნთან დაკავშირებით მერაიამ განცხადება ორი კვირის წინ ინსტაგრამზე გაავრცელა:

"მთელი ცხოვრება დამჭირდა, მემუარების დასაწერად გამბედაობა მომეკრიბა. ჟურნალებსა და სატელევიზიო ინტერვიუებში ჩემი სიტყვები სულ ვიღაცის მიერ იფილტრებოდა. ეს წიგნი კი ჩემს მოგონებებს, წარუმატებლობებს, ბრძოლებს ეფუძნება ყოველგვარი შელამაზების გარეშე".

როგორც გამოცემა Billboard იუწყება, მუსიკოსებმა ურთიერთობა 2001 წელს, მას შემდეგ დაიწყეს, რაც მერაიას ალბომში Charmbracelet რეპერის შესაძლო მონაწილეობაზე სასაუბროდ ერთმანეთს შეხვდნენ. მალევე ემინემმა ღიად დაიწყო საუბარი, რომ ქერისთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა, მომღერალი რეპერთან კავშირს კატეგორიულად უარყოფდა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ არტისტებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ისინი არც ინტერვიუებში და არც თავიანთ შემოქმედებაში მორიდებიან ერთმანეთის უარყოფით კონტექსტში მოხსენიებას. 2002 წელს გამოსულ ალბომში The Eminem Show ემინემმა მერაია ორჯერ, ტრეკებში When The Music Stops და Superman ახსენა. უკანასკნელ მათგანში ის რეპავს:

"რას ცდილობ, ჩემი ახალი ცოლი გინდა, გახდე?
რაო, მერაია? ფრენა განაგრძე", - რეპავს ემინემი.

What, you tryin' to be my new wife?
What, you Mariah? Fly through twice.

ამავე წელს მომღერალმა ალბომი Charmbracelet გამოუშვა. მასში შესული კომპოზიცია Clown დასავლურმა მედიამ სწორედ ემინემს დაუკავშირა. 2009 წელს მერაიამ რეპერს კომპოზიცია Obsessed მიუძღვნა, რის პასუხადაც ჰიპ ჰოპ არტისტმა ტრეკში The Warning გადისა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული