Thumbnail

BTS-მა გინესის რეკორდი დაამყარა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფი BTS გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა. Guinness World Records-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კოლექტივის მიერ 14 ივნისს გამართული ლაივი Bang Bang Con, რომელსაც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 756 000 ადამიანი ადევნებდა თვალს, ყველაზე მეტი ნახვის მქონე ონლაინ კონცერტი გახდა. აქვე აღნიშნულია, რომ ბილეთი 25 აშშ დოლარი ღირდა.

BTS-ის Map of the Soul: 7 მიმდინარე წელს მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ალბომია

2020 წელს ჯგუფებიდან მილიონზე მეტი ალბომი მხოლოდ The Beatles-მა და BTS-მა გაყიდეს

BTS-ის არემი: შიშის მომგვრელია იმაზე ფიქრი, რომ ასეთი იქნება კონცერტების მომავალი

"ბითიესის" ლეიბლმა Big Hit Entertainment კონცერტის მეორე დღესვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს ყველაზე მასშტაბური ფასიანი მუსიკალური შოუ იყო, რომელიც ონლაინ სივრცეში გამართულა. მათივე უხეში დათვლით, მაყურებელთა რაოდენობა 15 სავსე სტადიონს უდრიდა.

საათისა და 40 წუთის განმავლობაში კოლექტივის წევრებმა 12 კომპოზიცია წარმოადგინეს, მათ შორის ბოლო ალბომში Map of The Soul 7 შესული სიმღერები: Friends, UGH და Zero O'Clock, რომლებიც ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ტურნეს Map of the Soul Tour გადადების გამო ლაივში არ ჰქონდათ შესრულებული.

"ბითიესი" გინესის რეკორდების წიგნში არაერთხელ მოხვედრილა. მათ შორის მაშინ, როცა Tik Tok-ზე მილიონი გამოწერის დაგროვება ყველაზე მცირე დროში, პლატფორმაზე დარეგისტრირებიდან 3 საათსა და 31 წუთში შეძლეს.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული