Thumbnail

ავსტრალიური ჯგუფი The Avalanches ორ ახალ კომპოზიციას Wherever You Go და Reflecting Light ავრცელებს. პირველ მათგანში ცნობილი ლონდონელი პროდიუსერი Jamie xx, შვედი ჰიპ ჰოპ არტისტი, ნენე ჩერი და ავსტრალიელი CLYPSO მონაწილეობენ. მეორე ტრეკზე კი ბენდთან ერთად ამერიკელმა მომღერალმა, სანანდა მაიტრეიამ და ფოლკ შემსრულებელმა, ვაშტი ბანიანმა იმუშავეს.

ნახეთ: The Avalanches - Running Red Lights

მოუსმინეთ: The Avalanches - We Will Always Love You Ft. Blood Orange

The Avalanches ავსტრალიის დედაქალაქ მელბურნში 1997 წელს შეიქმნა. 2000 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Since I Left You გაავრცელა. 16-წლიანი პაუზის შემდეგ კი მუსიკოსები მსმენელებს რიგით მეორე ალბომით Wildflower დაუბრუნდნენ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული