Thumbnail

BTS-ის Map of the Soul: 7 მიმდინარე წელს მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ალბომია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბიზნესჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის ალბომის Map of the Soul: 7 ფიზიკურმა და ციფრულმა გაყიდვებმა 2020 წლის პირველ ნახევარში აშშ-ში 552 000-ს მიაღწია და ქვეყანაში ყველაზე მეტჯერ გაყიდულ სტუდიურ ჩანაწერად იქცა. დაახლოებით 150 000 ეგზემპლარია სხვაობა "ბითიესის" ნამუშევრისა და კანადელი მუსიკოსის, The Weeknd-ის ალბომის After Hours გაყიდვებს შორის, რომელიც, 407 000-იანი მაჩვენებლით, მიმდინარე წლის რიგით მეორე ყველაზე მოთხოვნადი ნამუშევარია.

2020 წელს ჯგუფებიდან მილიონზე მეტი ალბომი მხოლოდ The Beatles-მა და BTS-მა გაყიდეს

BTS-მა ადელის რეკორდი მოხსნა

The Weeknd-მა პირველ კვირაში ალბომის გაყიდვებით BTS-ს გადაასწრო

Map of the Soul: 7 აშშ-ში ყველაზე პოპულარული ფიზიკური ალბომის სტატუსსაც ინარჩუნებს გაყიდული 528 000 ეგზემპლარით. მისი ნახევრის რეალიზაციაც ვერ შეძლო მეორე ადგილზე მყოფმა ქანთრი შემსრულებელმა, კენი ჩესნიმ ჩანაწერით Here and Now.

თებერვალში გამოშვებული Map of the Soul: 7 გაყიდვების მხრივ დომინირებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის ბიჭების სამშობლოში. სამხრეთკორეული კომპანიის, Gaon Music certification-ის მიერ აპრილში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოიბენდს ორ თვეში 4 მილიონი ჩანაწერი ჰქონდა გაყიდული, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული რიცხვი იყო.

ამასთან, "ბითიესის" იაპონურენოვანმა ალბომმა Map of the Soul: 7 - The Journey გამოსვლიდან პირველივე კვირაში იაპონიაში, 564 000 ეგზეპლარით, წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომის სტატუსი დაიმსახურა.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული