Thumbnail

დევიდ ბოუის აქამდე გამოუქვეყნებელი ტრეკის დემო ვერსია აუქციონზე გაიყიდება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, დევიდ ბოუის აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიციის I Do Believe I Love You დემო ვერსია 23 ივლისს ინგლისის ქალაქ ჩიპენჰემში, Wessex-ის აუქციონზე გაიყიდება. ვარაუდობენ, რომ ნამუშევარს 5 000 გირვანქა სტერლინგად შეიძენენ.

ტრეკი ბოუიმ 1966 წელს ჩაწერა. ის ლონდონელმა გამყიდველმა არქივში ქექვისას აღმოაჩინა და მას მუსიკალური საგანძური უწოდა.

აუქციონზე ბოუის კიდევ არაერთი ნამუშევარი და მისი ავტოგრაფის მქონე ალბომი The Man Who Sold the World გაიყიდება.

დევიდ ბოუიმ შემოქმედებითი კარიერა 60-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა არტისტმა სიცოცხლის განმავლობაში 140 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა, რაც მას თანამედროვე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად აქცევს. Space Oddity-ისა და სხვა არაერთი ჰიტის ავტორი 2016 წლის 10 იანვარს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული