Thumbnail

ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა Gorillaz ახალი კომპოზიცია PAC-MAN და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლში კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქუინსი ჰენლი, ფსევდონიმით ScHoolboy Q მონაწილეობს.

ნახეთ: Gorillaz – Friday 13th Ft. Octavian

Gorillaz-ის შესახებ შექმნილი კომიქსი 16 ოქტომბერს გამოიცემა

კომპოზიცია ჯგუფმა ახალი პროექტის Song Machine ფარგლებში გაავრცელა, რომლის ყოველ მომდევნო ეპიზოდში სხვადასხვა არტისტთან ერთად ჩაწერილი ტრეკი გაჟღერდება.

გრემის მფლობელი Gorillaz ჯგუფ Blur-ის ფრონტმენის, დეიმონ ალბარნისა და ბრიტანელი კომიქსების მხატვრისა და დიზაინერის, ჯეიმი ჰიულეტის მიერ 1998 წელს შექმნილი პროექტია. ვირტუალური ბენდის წევრები ანიმაციური პერსონაჟები არიან, რომელთა თავგადასავალიც ათობით მუსიკალურ ვიდეოშია ასახული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული