Thumbnail

ქანიე ვესთი: კიმი და დედამისი ფსიქიატრის მოყვანას და ჩემს გამომწყვდევას აპირებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გავლენიანმა ჰიპ ჰოპ არტისტმა და აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ქანიე ვესთმა სამხრეთ კაროლინაში ამომრჩეველთან პირველი შეხვედრის შემდეგ ტვიტების სერია გამოაქვეყნა, რომელშიც გაამხილა, რა რეაქცია ჰქონდა მის ცოლს, კიმ კარდაშიანს და სიდედრს, კრის ჯენერს მას შემდეგ, რაც შეკრებაზე ატირდა.

ქანიე ვესთი: სიცოცხლე დედამ შემინარჩუნა, მამაჩემი აბორტის გაკეთებას სთხოვდა

"მხეცის ნიშანია" - ქანიე ვესთი კორონავირუსის ვაქცინის შექმნის წინააღმდეგია

TMZ: ქანიე ბოლოდროინდელ განცხადებებს ბიპოლარული ეპიზოდის გამო აკეთებს

"კიმი ექიმის მოყვანას შეეცადა, რომ მასთან ერთად გამოვეკეტე".

"ყველამ იცის, ფილმი Get Out ჩემ შესახებაა".

"კიმი ცდილობდა, უაიომინგში ექიმთან ერთად გადმოფრენილიყო, რომ ისევე გამოვემწყვდიე, როგორც Get Out-ის პერსონაჟი, რადგან გუშინ ჩემი შვილის სიცოცხლის შენარჩუნებაზე საუბრისას ვიტირე".

"კრის, ჩემთან თამაშს არ გირჩევ, ჩემს შვილებს არ მიგაკარებ, თქვენ ყველა ცდილობდით ჩემს გამოკეტვას".

"თუ ნელსონ მანდელასავით გამომამწყვდევენ, ყველას გეცოდინებათ ამის მიზეზი".

"მსხვერპლზე წასვლა მომიხდა, რომ North-ის დედას თავისი სექსის ვიდეო არ გაეყიდა და Playboy-სთვის არ გადაეღო ფოტოები".

"ვესთის შვილები Playboy-ში არასდროს გამოჩნდებიან".

"კრის და კიმ, ახლავე დამირეკეთ", - წერს ქანიე ტვიტების სერიაში, რომლის დიდი ნაწილიც წაშლილია.

შეგახსენებთ, რომ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ქანიემ აბორტთან დაკავშირებით საუბრისას ტირილით აღნიშნა, რომ მამამისს მისი მოშორება უნდოდა, თავად კი პირველი შვილის, North-ის დაბადების წინააღმდეგი იყო. მას შემდეგ, რაც ამომრჩეველთან შეხვედრის კადრები გავრცელდა, ტვიტერის არაერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ რეპერის ფსიქიკური მდგომარეობა გაუარესებულია.

"აშკარაა, რომ ქანიე სერიოზულ დახმარებას საჭიროებს, მისი მდგომარეობა შემაშფოთებელია. რაც არ უნდა იყოს, აბორტის საწინააღმდეგოდ ცრემლებით გამყარებული ხედვები ასევე უკიდურესად შემაშფოთებელია. მისი შეხედულებები პრობლემური და საშიშია. ჩვენ გვინდა, რომ მან დახმარება მიიღოს და ქალების წინააღმდეგ არ წავიდეს", - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

"ვისურვებდი, ქანიემ თერაპიული დახმარება მიიღოს, რომელსაც ასე ძალიან საჭიროებს. მისი ოჯახი ისევ უნდა ჩერიოს საქმეში".

"ოჯახმა და მეგობრებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ მკურნალობა ჩაუტარდეს. როგორც მედიცინის სფეროს წარმომადგენელს, მისი მდგომარეობა მაშფოთებს. თვითონ თქვა, რომ ბიპოლარული აშლილობა აქვს, მაგრამ წამლებს არ იღებს. ამ ადამიანს ნერვული შეტევები აქვს".

"დედამისის სიკვდილის შემდეგ კარგად არ ყოფილა", - წერენ ტვიტერზე.

2016 წლის 20 ნოემბერს, მანამ კონცერტს შეწყვეტდა, ქანიემ სცენიდან რეპერ ჯეი ზის მიმართა, რომელთანაც წარსულში მეგობრობდა და თანამშრომლობდა - "ჯეი ზი, დამირეკე, ძმაო. მაინც არ დამირეკე. ვიცი, მკვლელები რომ გყავს დაქირავებული. გთხოვ, არ მოაკვლევინო ჩემი თავი. უბრალოდ, დამირეკე. დამელაპარაკე".

მას შემდეგ, რაც რეპერს ჰალუცინაციები დაეწყო, გადაუდებელი ფსიქიატრიული დახმარების მანქანით ლოს ანჯელესის UCLA Medical Center-ში გადაიყვანეს, სადაც გარკვეული პერიოდი დაჰყო. მოგვიანებით ვესთმა გაამხილა, რომ ლიპოსაქციის გაკეთების შემდეგ ოპიოიდურ პრეპარატებზე გახდა დამოკიდებული და სწორედ ამან განაპირობა მისი ემოციური არამდგრადობა.

2018 წელს მუსიკოსმა სტუდიური ჩანაწერით YЕ გაამხილა, რომ ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა. ალბომის გარეკანზე ვკითხულობთ:

"მეზიზღება, ბიპოლარული აშლილობა რომ მაქვს. რა მაგარია".

I hate being Bi-Polar. It's awesome.

ბიპოლარული აშლილობა დეპრესიისა და მანიის პერიოდების მონაცვლეობით ხასიათდება.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული